3-5 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია, 3 ნოემბერს, 09:00 საათზე საერთაშორისო მრჩეველთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრით გაიხსნება, სადაც განხილული იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და კონტროლის მექანიზმი.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და სხვა საერთაშორისო პარტნოირები.
კონფერენციაში მონაწილეობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა ხელშეწობა წარმოადგენს. ასევე, საზოგადოების ინფორმირება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.
სიტყვით გამოვლენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ ელჩი იან კელი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ ვარდი, ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი კენ ნელსონი და საქართველოს დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე;
კონფერენციას სტუმრის სტატუსით დაესწრებიან აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის; ემორისა და ჰოპკინსის უნივერსიტეტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
შეხვედრის ბოლოს, 5 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი ჯანმოს პოლიტიკის, HCV სკრინინგის, მკურნალობისა და მზრუნველობის გაიდლაინის, ვირუსული ჰეპატიტის კუთხით, გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიის გასაცნობად ტექნიკურ კონსულტაციას გამართავს.