მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 10 წლიან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
ხელშეკრულებას ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და გილეადის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა მოაწერეს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 10 წლიან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა მოაწერეს.

გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს.

ხელმოწერის ცერემონიას კომპანია „გილეადის“გენერალური დირექტორი ჯონ მარტინი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …