C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები ჩაერთვნენ, – ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს 15 ივნისიდან შეეძლებათ, მიაკითხონ ბათუმში, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ხოლო ქუთაისში – შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალ „მედიქალ სითს”. „ლივერმედი“ პაციენტებს დღეიდან იღებს, მომავალი კვირიდან კი ბენეფიციარებს ზუგდიდის კლინიკებიც მიიღებენ.
სამინისტროს ცნობით, პროგრამაში ჩასართავად სერვისცენტრებში 4500 ადამიანია რეგისტრირებული. С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ 10 000 ფლაკონი აგვისტოს ბოლოს შემოვა.