მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის პროგრამაში ბათუმი და ქუთაისიც ჩაერთვნენ
პროგრამის

C ჰეპატიტის პროგრამაში ბათუმი და ქუთაისიც ჩაერთვნენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისიდან ბენეფიციარებს შეუძლიათ მიაკითხონ ბათუმში: ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს მისამართზე – ჯ. ქათამაძის #11. ხოლო ქუთაისში: შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალს “მედიქალ სითის”, მისამართზე _ ფოთის ქუჩა #40; შპს. “ლივერმედის”, მისამართზე – თამარ მეფის ქუჩა #26.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შპს. “ლივერმედი” კი პაციენტებს უკვე დღეიდან იღებს.

“მომავალი კვირიდან ბენეფიციარებს ზუგდიდის კლინიკებიც მიიღებენ. პროგრამაში ჩასართავად სერვის-ცენტრებში 4500 ადამიანია დარეგისტრირებული. С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის “სოფოსბუვირის” 10 000 ფლაკონი აგვისტოს ბოლოს შემოვა. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცხრაასამდე პაციენტი უკვე ჩაერთო”, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციითვე, პროგრამაში ჩასართავად პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ყველა საჭირო კვლევა ჩატარებული აქვთ და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თბილისში ბენეფიაციარებს 4 კლინიკა ემსახურება. კერძოდ, .ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის 16); “ჰეპა” (ლუბლიანას 18/20); “ნეოლაბი” (ნუცუბიძის ქ. 8) და “მრჩეველი” (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. N9).

მედიანიუსი

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …