მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ვაშინგტონში ღონისძიებას მიუძღვნიან
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობას მიეძღვნება მიღება,7 დეკემბერს, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ვაშინგტონში ღონისძიებას მიუძღვნიან

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობას მიეძღვნება მიღება,რომელიც 7 დეკემბერს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და ფარმაცევტული კომპანია “Gilead Sciences”-ის კორპორატიულ და სამედიცინო საქმეებში აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი.

“საქართველოში აღნიშნული პროგრამის ჰუმანიტარული მისიის წარმატების აღსანიშნავად და C ჰეპატიტის ეპიდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბით ლიდერობისათვის, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი თანამედროვე ხელოვანი დავით დათუნა კომპანია “Gilead Sciences“-ს “სიცოცხლის ჯილდოს“ გადასცემს. აღნიშნული ჯილდო დავითის საქველმოქმედო საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და გადაეცემა კორპორაციებსა და კერძო პირებს საზოგადოებისათვის გაწეული წვლილისათვის.აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სრულიად ბოლო თაობის თერაპია პოტენციურად კურნავს დაავადების მქონე პირთა 90%-ზე მეტს. 7 დეკემბერს დაგეგმილი მიღება ვაშინგტონის ისტორიულ სასახლე-მუზეუმში გაიმართება.ღონისძიების პარტნიორები არიან ქართველი თანამედროვე ხელოვანი დავით დათუნა და ფარმაცევტული კომპანია “Gilead Sciences“,-აცნობეს “პირველს” საგარეო უწყებიდან.

pia.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …