მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება, სანამ ბოლო პაციენტი მიიღებს მკურნალობას
დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება იმდენ ხანს, სანამ ბოლო პაციენტი შესაბამის მკურნალობას არ მიიღებს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება, სანამ ბოლო პაციენტი მიიღებს მკურნალობას

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება იმდენ ხანს, სანამ ბოლო პაციენტი შესაბამის მკურნალობას არ მიიღებს.

მისი თქმით, ეს პროგრამა გასულ წელს აპრილში დაიწყო. პირველ ეტაპზე მოიაზრებოდა 5000 ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობა, ხოლო შემდგომ, წელიწადში 20 000-ის.

მისივე თქმით, წყვეტა არ მომხდარა და არა 5000, არამედ 7000-ზე მეტი პაციენტია ჩართული პროგრამაში.

„ფაქტობრივად, მეორე ეტაპი ავტომატურად დაიწყო და გაგრძელდება წინასწარ დასახული გეგმით – წელიწადში 20 000 პაციენტი და ეს გაგრძელდება იმდენი წელიწადი, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას. ჩართულობის  კრიტერიუმები იქნება ნათლად ახსნილი. პირველი ეს არის რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამატებითი რისკები და მე მართლაც ძალიან მიხარია, რომ აწ უკვე ყოფილი პაციენტებიც მხარში გვიდგანან ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება განსხვავებას წინა წლის პროგრამასა და წლევანდელს შორის, სერგეენკოს თქმით, პირველი მედიკამენტის „სოვალდის“ მაგივრად, ბევრად მძლავრი პრეპარატი „ჰარვონი“, რომელიც მინისტრის თქმით, „სოვალდს“ ანუ „სოფოსბუვირს“ პლუს „ლედიპასვერია“.

„განსხვავება არის პირველი – მედიკამენტი „სოვალდის“ მაგივრად იქნება ბევრად უფრო მძლავრი ჰარვონი, რომელიც არის „სოვალდის“ ანუ „სოფოსბუვირის“ პლუს „ლედიპასვერი“, რომელსაც აქვს უფრო მეტი წარმატებული მკურნალობის პროცენტი და უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები.

და მეორე სიახლე იქნება, რომ სულ ცოტა ხანში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, რომელიც  შესაძლებლობას მოგვცემს, ბევრად მეტი პაციენტი ჩაერთოს ერთი და იგივე  დროის მონაკვეთში, მკურნალობაში, ვიდრე ეს აქამდე, რომ გავიდეთ იმ სიმძლავრეზე, წელიწადში 20 ათასზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკო და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ, უკვე ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდნენ.

info9.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …