მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დადებით გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დიდ და დადებით გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო ”თბილისის მარიოტში” განუცხადა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დადებით გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დიდ და დადებით გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო ”თბილისის მარიოტში” განუცხადა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ და დადებით გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიღე მონაწილეობა ამ კონფერენციაში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობების თანაშრომლობით განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”, -განაცხადა იან კელიმ.

თბილისში, 24-25 ოქტომბერს, C ჰეპატიტიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა იმართება. კონფერენცია დღეს სასტუმრო ”თბილისის მარიოტში” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველი ფაზის მიმდინარეობას შეაფასებენ, ასევე გრძელვადიან სამოქმედო გეგმას; წარმოადგენენ ვირუსის გავრცელების კვლევის შედეგებს და სამომავლო პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვაზე იმსჯელებენ. კონფერენციის ფარგლებში პრევენციისა და კონტროლის ძირითად სტრატეგიებსაც მიმოიხილავენ და C ჰეპატიტიტის ელიმინაციისათვის ინდიკატორებსა და სამიზნეებს განსაზღვრავენ.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი 11 უცხოელი ექსპერტისგან შედგება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …