2015 წლის აპრილში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და კომპანია „გიელადთან“ თანამშრომლობით საქართველომ აამოქმედა პირველი ეროვნული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისათვის C ჰეპატიტის გავრცელების 90%-მდე შემცირებას.
2 წლიანი მუშაობის შემდეგ, რა გამოცდილება შეუძლია გაუზიაროს საქართველომ მსოფლიოს C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით?
2016 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე მიიღეს გლობალური ჯანმრთელობის სექტორის 2016-2021 წლის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისთვის C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 71 მლნ. ადამიანია ინფიცირებული C ჰეპატიტით, ყოველწლიურად კი დაახლოებით 400 000 ადამიანი იღუპება მასთან ასოცირებული დაავადებებით. ჯანმოს მონაცემებით 2015 წელს 1.75 მლნ.ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში. ჰეპატიტის გავრცელების გზები სხვადასხვაა, თუმცა ყველაზე ხშირად მიზეზი ვირუსის გავრცელების მხრივ საშიში სამედიცინო პროცედურები და ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება ხდება
დღეს არსებული სამკურანლო საშუალებები, პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული აგენტები ხასიათდებიან განკურნების 90%-ზე მეტი ალბათობით. მათი მიღების წესიც საკმაოდ მარიტივია და წარმოდგენილია 8-12 კვირიანი რეჟიმით დღეში ერთჯერადად მისაღები დოზის სახით. მინიმალურად საჭიროებს პაციენტის მონიტორინგს, არის უსაფრთხო და ეფექტური. ამ ყველაფერს ემატება გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, რაც მოიცავს სისხლის უსაფრთხოების კონტროლს, გაუმჯობესებულ ინფექციურ კონტროლს და ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ზიანის შემცირების სერვისების შეთავაზებას. ეს ყველაფერი ერთად შესაძლებელს ხდის C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტისთვის საქართველო შეირჩა რამდენიმე მიზეზით: ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი მოტივაცია, სამედიცინო პერსონალის მაღალი დონის უნარები და მათი მისწრაფება C ჰეპატიტის დასამარცხებლად, ქვეყანაში მოსახლეობის სიმცირე და ავადობის მაღალი ტვირთი, ასევე ეპიდემიოლოგიის კომპლექსურობა, რაც გამოიხატება ვირუსის გადაცემის გზების და გენოტიპების მრავალფეროვნებაში.
2013 წელს საქართველომ მიმართა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, გაეწია მისთვის დახმარება, რის შემდეგაც კომპანია „გილეადმა“ აიღო ვალდებულება, საქართველოსთვის მიეწოდებინა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც სრულიად უფასოდ იქნებოდა ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის.
პროგრამის დაწყებამდე, საქართველომ ჩაატარა კვლევა, მოსახლეობაში C ჰეპატიტის გავრცელების დადგენის მიზნით. კვლევის შედეგების თანახმად გავრცელება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა: ზრდასრულთა 5.4% დაავადებული აღმოჩნდა, გავრცელება უფრო მაღალი იყო მამაკაცებში, მათ შორის 30-59 წლის ასაკის ჯგუფებში. გავრცელების გზებს შორის კი, ყველაზე მაღალი იყო ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და დაინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების მოხვედრა ორგანიზმში. 2015 წელს საქართველოში დამტკიცდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ქვეყანამ საკმაოდ ამბიციური მიზანი დაისახა:2020 წლისთვის ჰეპატიტის გავრცელების შემცირება 90%-მდე.
თავდაპირველად პროგრამაში მხოლოდ ის პაციენტები ერთვებოდნენ, რომლებიც ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, ჰქონდათ ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხი. 2016 წლის ივნისში გაფართოვდა მკურნალობის არეალი და ყველა დაავადებულს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. პროგრამის დაწყებიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე 28 000-მდე ჩაიტარა მკურნალობა. მათ შორის ვინც დაასრულა მკურნალობა, 84%-ს ვირუსი საერთოდ აღარ აღმოაჩნდათ და განიკურნენ.
მიუხედავად პროგრამის წარამტებისა, ამოქმედებიდან 20 თვის თავზე, დაავადებულთა მხოლოდ 20% ჩაერთო პროგრამაში. 2016 წლის ბოლოს 3 თვის განმავლობაში, პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ადამიანების ინფორმირებულობა დაავადების არსებობის შესახებ. პირველ ეტაპზე სწორედ ის პირები აქტიურობდნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ ინფიცირებული იყვნენ ჰეპატიტით. სწორედ ამიტომ, საქართველომ მნიშვნელოვნად გააძლიერა სკრინინგის სერვისი, რათა უფრო მეტ ადამიანს სცოდნოდა ვირუსის შესახებ.
საქართველოს წარამტება ასევე განაპირობა, მისმა ღია თანამშრომლობამ პარტნიორებთან. მათ შორის პირველი იყო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კომპანია „გილეადი“. პროგრამის ამოქმედების შემდეგ სხვა პარტნიორებმაც გამოიჩინეს ძალისხმევა საქართველოს დასახმარებლად. საქართველოს შემდეგ უკვე სხვა ქვეყნები, მაგალითად ბელგია და საბერძნეთი აწარმოებენ სტატისტიკის მოდელირებას, რათა განსაზღვრონ ისინიც შეძლებენ თუ არა, მიაღწიონ ჯანმოს მიერ დასახულ მიზანს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით.
2017 წელს მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ ამერიკაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრესი საფრთხის C და B ჰეპატიტიების ელიმინაციისთვის საჭირო უმთავრესი მიზნები წარმოადგინა. მათ შორის, სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სხვადსხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად, სდაც ამ ეტაპზე უკვე სრულად ამოქმედებულია ელიმინაციის პროგრამა.
საბოლოოდ, საქართველოს გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელიმინაციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. აუცილებელია გაძლიერებული სკრინინგი, მოვლისა და მკურნალობის გაწერილი პოლიტიკა, დიაგნოსტირების მაღალი ხარისხი, მაღალი რისკის ჯგუფების მუდმივი მეთვალყურეობა და გადაცემის გზების მუდმივი კონტროლი. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველო განაგრძობს ინოვაციური სკრინინგის, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის სტრატეგიების განვითარებას, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი და გამოცდილება იქნება
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: readcube.com