მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ახალი თაობის პრეპარატი თითქმის 100%-ით განკურნავს პაციენტებს
შემოვიტანეთ ახალი თაობის პრეპარატი,რომელიც პირველ ეტაპზე შემოტანილი პრეპარატისგან განსხვავდება იმით, რომ მკურნალობა თითქმის 100%-იანი წარმატებით დასრულდება.

C ჰეპატიტის ახალი თაობის პრეპარატი თითქმის 100%-ით განკურნავს პაციენტებს

C ჰეპატიტის ახალი თაობის პრეპარატი თითქმის 100%-ით განკურნავს პაციენტებს,- ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და ვინაიდან, ჩვენი პარტნიორები კმაყოფილები იყვნენ ამ პროგარმის მინდინარეობით, მეორე ეტაპი უწყვეტად გაგრძელდა. ისევე როგორც პირველი ეტაპის დროს ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტი, პირველ რიგში, მიენიჭებათ მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებს.

განსხვავება მეორე ეტაპზე იქნება ის, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ახალი თაობის პრეპარატი, რომელიც პირველ ეტაპზე შემოტანილი პრეპარატისგან განსხვავდება იმით, რომ მკურნალობა თითქმის 100%-იანი წარმატებით დასრულდება და ეს მკურნალობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამ დაავადებისგან საქართველოში უკანასკენელი ადამიანი არ განიკურნება”,-განაცხადა სერგეენკომ.

ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი სასწავლო ცენტრში ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფება და მედიას С ჰეპატიტის პირველი ეტაპის შედეგებს აცნობს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …