მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას აშშ-ის კერძო სექტორი 15 მილიარდი დოლარით აფინანსებს
ამერიკის შეერთებული შტატების კერძო სექტორი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას 15 მილიარდი დოლარით დააფინანსებს.

C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას აშშ-ის კერძო სექტორი 15 მილიარდი დოლარით აფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო სექტორი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას 15 მილიარდი დოლარით დააფინანსებს, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი უდიდესი მნიშვნელობისაა ყველა მიმართულებით. დღეს ხელი მოეწერა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მანამდე სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან განხილული იქნა რიგი საკითხები, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

საქართველო 2014 წლიდან, დაარსების დღიდან ჩართული არის გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამაში და მისი აქტიური მინაწილე არის. 

ქართულ ჯანდაცვაში ყველაზე დიდი სახელმწიფო ინვესტიცია ჩადებულია ამერიკის მთავრობის მხრიდან ლუგარის სამეცნიერო ცენტრში. ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ხელშეწყობით ყველაზე დიდი ამერიკის კერძო სექტორის ინვესტიცია ეს არის С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი, რომელიც ჯამურად მოიცავს 15 მილიარდი დოლარის საბაზო ღირებულების პროექტის განხორციელებას”.

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …