მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ბრიფინგი სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის შესახებ
სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის პროცესი გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.მონიტორინგი საკონსულტაციო ხასიათისაა.

ბრიფინგი სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის შესახებ

სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი.

სიახლის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ისაუბრეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ კონტროლზე კლინიკების მონიტოგინგი დაიწყო. უკვე შემოწმებულია 10 მსხვილი, მრავალპროფილური კლინიკა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა.

მონიტორინგი საკონსულტაციო ხასიათისაა და სამედიცინო დაწესებულებებს ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ. სამინისტროში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრიც, სადაც სამედიცინო დაწესებულელების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კლინიკაში აუცილებელი ნორმების არსებობის შესახებ. 

სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის პროცესი გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …