სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი.
სიახლის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ისაუბრეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ კონტროლზე კლინიკების მონიტოგინგი დაიწყო. უკვე შემოწმებულია 10 მსხვილი, მრავალპროფილური კლინიკა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა.
მონიტორინგი საკონსულტაციო ხასიათისაა და სამედიცინო დაწესებულებებს ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ. სამინისტროში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრიც, სადაც სამედიცინო დაწესებულელების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კლინიკაში აუცილებელი ნორმების არსებობის შესახებ.
სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის პროცესი გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.