მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ბრიფინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივ ბრიფინგზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ბრიფინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ

დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივ ბრიფინგზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამაში შემოდის ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი ჰარვონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ პაციენტს მისცემს საშუალებას დაამაცხოს C ჰეპატიტი და სრულად განიკურნოს. ძვირადღირებული მედიკამენტი „ჰარვონი“, ისევე, როგორც პროგრამის დღეს არსებული მედიკამენტი „სოფოსბუვური“, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ.

პრეპარატის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ გადაწყვეტილებით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უწყვეტად მიაწვდის მედიკამენტებს, რათა პროგრამა არ შეფერხდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აცხადებს მზაობას, უზრუნველყოს პროგრამის უწყვეტი და შეუფერხებელი განხორციელება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …