ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის ეკონომიკური გადაცემა „ბიზნეს კურიერი“ ქართულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ მედიკამენტების ფასებით დაინტერესდა.
იმის გასარკვევად კი, ნამდვილად არის თუ არა მედიკამენტების ფასი 10, 20 და ზოგიერთ შემთხვევაში 30%-ით გაიაფებული, ტელეპროგრამამ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ იმპორტირებული 250 დასახელების მედიკამენტიდან 10-მდე დასახელების მედიკამენტი შეარჩია.
„ჰუმანიტი ჯორჯიას“ მიერ ინდოეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ადგილობრივი ანალოგებისა და ბრენდ მედიკამენტების ფასებთან შედარდა და შედეგად და ასეთი სურათი მიიღო:
ჰუმანითი ჯორჯიას მიერ ინდოეთიდან შემოტანილი 10 მგ-იანი, 30 აბიანი შეფუთვით ამლოდიპინის ფასი 7 ლარი და ხუთი თეთრია, რაც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირ ანალოგზე 13 ლარით, ხოლო ყველაზე დაბალფასიანთან შედარებით 2 ლარით იაფია.
ანალოგიური მდგომარეობაა მოქმედ ნივთირება ბისოპროლოლთან დაკავშირებითაც. „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ იმპორტირებული 10 მგ-იანი ბისოპროლოლი, 11 ლარიტ იაფია ყველაზე ძვირ ანალოგთან შედარებით, ხოლო ყველაზე იაფ ანალოგთან მიმართებაში მისი ფასი 4 ლარიტ იაფია.
„ბიზნეს კურიერის“ განმარტებით, ბაზარზე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლის შემდეგ მედიკამენტების ფასი 10 დან -30 %-მდეა დაწეული.