მთავარი » ახალი ამბები » ბერნარ კუშნერის მხარდაჭერა და ჩართულობა მომავალ პროექტებში წარმატებას მოგვიტანს
კუშნერის მხარდაჭერა ჩვენთვის მომავალი პროგრამების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.იგი გლობალურად მედიცინის რეფორმების ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენს.

ბერნარ კუშნერის მხარდაჭერა და ჩართულობა მომავალ პროექტებში წარმატებას მოგვიტანს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მალხაზ წერეთელი საქართველოში ბერნარ კუშნერის ვიზიტს გამოეხმაურა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ ბერნარ კუშნერის მხარდაჭერა და ჩართულობა მომავალ პროექტებში ჯანდაცვის სისტემას წარმატებას მოუტანს.

„ძალზედ მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და კერძოდ, ჯანდაცვის სისტემამ დაიმსახურა. რომ არა ის წარმატებები რეფორმების გზაზე, რაც ჯანდაცვის სისტემაში გატარდა, რომ არა ის პირველი წელიწადი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისა, აღნიშნული ვიზიტი ალბათ არ შედგებოდა. კუშნერი, რომელიც, გლობალურად მედიცინის რეფორმების ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენს.

მისი სიტყვა და მხარდაჭერა ჩვენთვის მომავალი პროგრამების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.  მისი ვიზიტით დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რაც ჯანდაცვის სისტემაში საკმაოდ წარმატებითაც განხორციელდა. ამ წარმატების ნიშანია ის, რომ ბატონმა კუშნერმა მომავალ პროექტებში მხარდაჭერა და თანადგომა გამოგვიცხადა“, – აღნიშნა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …