მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ბელა მეტრეველი: ფაქტია, რომ მედიკამენტების ფასები მაღალია
ბელა მეტრეველი : პროგრამა რომ აშკარად სოციალურად ორიენტირებულია, ამას ის მარტივი მაგალითიც აჩვენებს, რომ ოჯახის ექიმებთან პაციენტების რიგები არ წყდება,“

ბელა მეტრეველი: ფაქტია, რომ მედიკამენტების ფასები მაღალია

„ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბელა მეტრეველი აცხადებს, რომ შესაძლოა, ცნება – მედიკამენტები ძვირია, ზოგიერთმა პირობითადაც კი ჩათვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული კონკურენციის მიუხედავად, ფასები მაინც მაღალია. 

„რატომ ხდება ასე და რა არის მიზეზი, ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე ვიცი, რომ ექიმის მიზანი სწორი დანიშნულების მიცემა და იმაში დარწმუნებაა, რომ პაციენტი შეძლებს კონკრეტული საჭირო წამლის მიღებას მკურნალობის მიზნით. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ კონსულტაციიდან ორი–სამი და მეტი დღის შემდეგ გამოჩენილა პაციენტი და უთქვამს, რომ საშუალება არ აქვს და ვერ დაიწყო მკურნალობა თავის დროზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა“, – ამბობს ბელა მეტრეველი.

მედიკოსი მიიჩნევს, რომ კარგია ჯანდაცვის პირველი რგოლის გაძლიერების საკითხის გააქტუალურება.

„როგორც სპეციალისტი, ვიტყოდი, რომ ბოლო დროს ყველაზე მეტად გახშირებულ დაავადებებს შორის ლიდერობს შაქრიანი დიაბეტი და ტოქსიკური ჩიყვი. კარგი იქნებოდა, თუ ე.წ. ,,ლიდერი“ დაავადებების დიაგნოსტირებას, პრევენციასა და კონსულტაციას პროგრამის ფარგლებში უფრო ხელმისაწვდომსა და პრიორიტეტულს გახდიდა სამინისტრო.

რა თქმა უნდა, ყველა სერიოზულ რეფორმას ფინანსები და შესაბამისი სხვა საჭირო რესურსები სჭირდება, რაც დროსა და დიდ ძალისხმევას გულისხმობს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაგეგმვა სამინისტროს წარმატებული მუშაობის ერთ ერთი სწორი და კარგი მაგალითია. პროგრამა რომ აშკარად სოციალურად ორიენტირებულია, ამას ის მარტივი მაგალითიც აჩვენებს, რომ ოჯახის ექიმებთან პაციენტების რიგები არ წყდება,“– აღნიშნა ბელა მეტრეველმა.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …