მთავარი » სოციალური » ბავშვთა სიღარიბის დონე თითქმის 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

ბავშვთა სიღარიბის დონე თითქმის 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს:

“მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან”.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50 პროცენტით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.
  • უკიდურესი სიღარიბის (1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3,9-დან 2,1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2,5 პროცენტამდე – ბავშვებში.
  • ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონემოსახლეობაში 2013 წლის 24.6 პროცენტიდან 18.4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28.4-დან 21.7 პროცენტამდე შემცირდა.
  • იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახებისშემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.
  • ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31 პროცენტით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეულიმთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.
  • 3-5 წლის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 2015 წელს 62,3 პროცენტამდე გაიზარდა 2013 წლის 57,9 პროცენტთან შედარებით.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის,მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები.

on.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …