ბათუმში, ბარათაშვილის 18-ში პსპ ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა. საზეიმოდ ლენტი აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მელქაძემ გაჭრა.
გახსნის ღონისძიებას ბათუმში მოღვაწე სამედიცინო დაწესებულებების 40-ზე მეტი ექიმი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პსპ-ს ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ.
პსპ-ს ახალი ობიექტი სამი ნაწილისგან შედგება და აფთიაქის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის კუთხეებს მოიცავს. ობიექტში ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.
ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად, ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ. აფთიაქის კონცეფცია ქართველ მომხმარებელზე გაითვალა.
“PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის, ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. პირველად ასეთი აფთიაქი თბილისში გავხსენით და მოხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ანალოგიური ტიპის აფთიაქები არამარტო ბათუმში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება”, – აცხადებენ პსპ-ში.
PSP-ს სამივე ნაწილი მომხმარებელს ყველასთვის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტზე ფასდაკლების დღეები კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები კი დამატებით 5%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ასევე შეთავაზებული იქნება საუკეთესო ფასები ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკის პროდუქტებსა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე. ყველა მომხმარებელი, ვინც მზისგან დამცავ საშუალებას შეიძენს, დასაჩუქრდება.