მთავარი » სოციალური » შრომა » ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები პირობების გაუარესებას აპროტესტებენ
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები პირობების გაუარესებას აპროტესტებენ

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. ამის შესახებ ბათუმიდან “პირველის” კორესპონდენტი იუწყება.

“პირველის” კორესპონდენტის ცნობით,  ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჰოსპიტალის იურისტმა ლევან სიამაშვილმა განაცხადა, რომ დამსაქმებლის ინიციატივით ჰოსპიტალიდან მხოლოდ ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 თანამშრომელი გათავისუფლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქ 507 ადამიანია დასაქმებული და დამსაქმებლის ინიციატივით მხოლოდ ერთი თანამშრომელი გათავისუფლდა, თუ არ ვცდები მაია ქობულაძე. ამ ბოლოს იყო, როცა 3, თუ 4 თანამშრომელი არასამედიცინო პერსონალი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდა  და არავითარ დათხოვნას და ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. ადრე იყო ასევე, როცა 7-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. მაგრამ ესეც დამსაქმებელთან იყო ურთიერთშეთანხმებით, ანუ ორმხრივი შეთანხმება გახლდათ”, – განაცხადა სიამაშვილმა.

pia.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …