მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » აზერბაიჯანმა სამი ქართული კომპანიის წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია აკრძალა
აზერბაიჯანმა გარკვეული დასახელების მედიკამენტების რეალიზაცია 2014 წელსაც აკრძალა. აკრძალვის მიზეზად ლაბორატორიული კვლევები დასახელდა.

აზერბაიჯანმა სამი ქართული კომპანიის წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია აკრძალა

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში 844 სერიის, სხვადასხვა სახელწოდების წამლების რეალიზაცია აკრძალა.

მათ შორისაა თურქეთის, ინდოეთის, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის, ასევე საქართველოს წარმოების მედიკამენტები. აკრძალული წამლების უმეტესობა რუსული და თურქული წარმოებისაა.

ქართული წარმოების წამლებს შორისაა Biofarm–ის, Tbilximfarm–ისა (თბილქიმფარმი) და Biochimfarm–ის (ბიოლოგიური პრეპარატების, კერძოდ ბაქტერიოფაგების პრეპარატების მწარმოებელი კომპანია) მედიკამენტები.

აზერბაიჯანმა გარკვეული დასახელების მედიკამენტების რეალიზაცია 2014 წელსაც აკრძალა. აკრძალვის მიზეზად ლაბორატორიული კვლევები დასახელდა, რომლებიც აღნიშნულმა მედიკამენტებმა ვერ გაიარა.

www.trend.az-ის ინფორმაცია

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …