“ავერსის” სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მედიკამენტზე ფასები გაიაფდა. ფასების გაიაფება დაკავშირებულია ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
როგორც კი მოხდა ლარის კურსის გამყარება კომპანიამ მაშინათვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლარის გამყარება ასახულიყო მედიკამენტების ფასზე და ეს მომხარებლისთვისაც ყოფილიყო სასარგებლო.
ფასების გაიაფება მოხდება არა მხოლოდ მედიკამენტებზე, არამედ აფთიაქში წარმოდგენილ თითქმის ყველა პროდუქციაზე, მოვლის საგნებზე, ბავშვთა კვებასა და აქსესუარებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე. თუ კიდევ მოხდება ლარის კურსის გამყარება კომპანია “ავერსი” თავის სააფთიაქო ქსელში პროდუქციაზე ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს.
გარდა ამისა ძალაში რჩება ფასდაკლების დღეები და “ავერსის” მომხარებელი კვირაში 3 დღეს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ისარგებლებს 25%–იან ფასდაკლებით მედიკამენტებზე, ხოლო მტრედი ბარათის მფლობელები კი დამატებითი ფასდაკლებით, როგორც მედიკამენტებზე, ასევე მოვლის საგნებზე.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!