მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » “ავერსის კლინიკაში“ გერმანელი ენდოკრინოლოგი ონკოლოგიურ პაციენტებს ოპერაციებს ჩაუტარებს

“ავერსის კლინიკაში“ გერმანელი ენდოკრინოლოგი ონკოლოგიურ პაციენტებს ოპერაციებს ჩაუტარებს

14-დან 23 მაისის ჩათვლით, „ავერსის კლინიკას“ მორიგი ვიზიტით ეწვევა გერმანელი პროფესორი, ენდოკრინული ქირურგი – ჰენინგ დრალე, რომელიც „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროს – ედიშერ სიხარულიძესთან ერთად ჩაატარებს კონსულტაციებსა და ოპერაციებს პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, პარათიროიდული ჯირკვლის სიმსივნე,  თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე.
ჰენინგ დრალე არის გერმანიის ქალაქ ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და მრავალი საერთაშორისო გაიდლაინის ავტორი. იგი ორჯერ იყო ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ჰენინგ დრალე არის უნიკალური ტიპის ოპერაციის ავტორი ფარისებრ ჯირკვალზე, რომელიც წარმატებით დაინერგა საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. დრალეს მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან ხდება კისრის ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კოსმეტიკურ ეფექტს.
გერმანელ სპეციალისტთან კონსულტაციაზე მისასვლელად საჭიროა წინასწარი ჩაწერა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …