მთავარი » სოციალური » აუტიზმის მქონე კიდევ 120 ბავშვი ჩაერთვება დაფინანსების პროგრამაში
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე კიდევ 120 ბავშვს თბილისის მერიისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება, ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

აუტიზმის მქონე კიდევ 120 ბავშვი ჩაერთვება დაფინანსების პროგრამაში

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე კიდევ 120 ბავშვს თბილისის მერიისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება, ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დღეს თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური  მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩავიაშვილმა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც ჩივიაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, 2018 წელს დაგეგმილია აუტისტური სპექტრის დაფინანსების ბიუჯეტის ზრდა (3 300 000 ლარამდე), რაც შესაძლებლობას მისცემს, დამატებით 120 ბავშვს ჩაერთოს პროგრამაში, თუმცა, ქვეპროგრამით სარგებლობა ეტაპობრივად მოხდება. გარდა ამისა, ჩივიაშვილმა განმარტა, რომ ქვეპროგრამაში ახალი მოსარგებლეების ჩართვისას მომლოდინეთა სიიდან უპირატესობა ასაკით პატარებს მიენიჭებათ.

4 დეკემბერს თბილისის მერიასთან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა დაფინანსების პროგრამის გაზრდა და მისი სტრუქტურის შეცვლა იყო, ვინაიდან ამჟამინდელი მოდელი მომლოდინეთა სიაში უპირატესობას ასაკით უმცროსებს ანიჭებდა, რის გამოც ზოგიერთი ბავშვი არაერთი წელი ელოდა მერიისგან პასუხს.

დღესდღეობით ქვეპროგრამაში 700 ბავშვი მონაწილეობს. პროგრამის მიხედვით, კვირაში თერაპიის 20 საათი აქვთ გათვალისწინებული, რაც მშობლების თქმით, მათი რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომლოდინეთა სიაში ამჟამად 120 ბავშვია დარეგისტრირებული.

netgazeti.ge

 

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …