„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ, ქართველი ექიმების ჯგუფთან ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის „ფილტვის კიბოს სტიგმის გადაჭრის შესაძლებლობები“ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავს პრევენციის, რაციონალური მკურნალობისა და სწორი დიაგნოსტიკისათვის ორი მიმართულების განხილვას: პირველადი ჯანდაცვის ჯგუფის ეფექტიანი ჩართვის გზები და შესაბამისი საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია მაისურაძე და კომპანიის ონკოლოგიური მიმართულების მენეჯერი ეკატერინე მელიქიძე. ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მოწვეულ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაეზიარებინათ. შეხვედრაზე გაჟღერდა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ერთიანი პროტოკოლის შექმნის აუცილებლობის საკითხი.
პროექტი „ფილტვის კიბოს სტიგმის გადაჭრის შესაძლებლობები“ მიზნად ისახავს როგორც ექიმების ჩართულობის გაზრდას ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში, ასევე – პაციენტების მაქსიმალურ ინფორმირებას ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის შესახებ
ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნის, აწარმოებს ფართო გამოყენების მედიკამენტებს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით და მუშაობს მათ დისტრიბუციასა და კომერციალიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა და 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა შესაბამისი თერაპიული კლასის ლიდერია როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე – საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, სპეციალისტებისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და მათი სისტემატური განახლებით.