ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ლარის რამდენიმე დღის სტაბილიზაცია არ არის საკმარისი, რომ ეს მედიკამენტების ფასებზე მყისიერად აისახოს.
„სტაბილიზაცია მინიმუმ 10-12 დღე, 2 კვირა მაინც უნდა იყოს, რომ იმოქმედოს გარკვეული გამონაკლისების გარდა, მედიკამენტების ფასზე. თუ დღეს კომპანიებმა გააიაფეს პროდუქცია და ხვალ დევალვაცია მოხდა, მოუწევთ ვალუტის შეძენა და ამით დანაკარგი ექნებათ. ამიტომ, მედიკამენტების გაიაფება დამოკიდებული იქნება ლარის სტაბილიზაციაზე.
ეკონომიკურად, ლარის გამყარება არ იყო მოსალოდნელი, ამის წინაპირობა ბევრი არ იყო, მაგრამ თუ ჩვენ დავეყრდნობით ეროვნული ბანკის და მთავრობის განცხადებებს, იმედის მომცემია და ვფიქრობ, რომ ეს გამყარება სტაბილურად გაგრძელდება,“ – აცხდებს მარგველაშვილი.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3657 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4494 ლარი ეღირება.