მთავარი » დაზღვევა » „ასი ერთიდაიგივე შინარსის გენერიკი ინიშნება და ამის კონტრლი ამ ეტაპზე წარმოუდგენელია“

„ასი ერთიდაიგივე შინარსის გენერიკი ინიშნება და ამის კონტრლი ამ ეტაპზე წარმოუდგენელია“

სანამ კერძო სამედიცინო დაზღვევა არ გახდება სახელმწიფოს მაშველი რგოლი გაზრდილ სამედიცინო დანახარჯებთან ბრძოლაში, რეფერენტული ფასების დაწესება და სხვა ღონისძიებები ამ პრობლემას ვერ უშველის.

ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო კობახიძე  სპციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„სანამ კერძო სამედიცინო დაზღვევა არ გახდება სახელმწიფოს მაშველი რგოლი გაზრდილ სამედიცინო დანახარჯებთან ბრძოლაში, მოჭარბებული მედიკამენტების დანიშვნაში, პაციენტების პირველად დიაგნოსტირებასა თუ პროფილაკტიკური კვლევების სავალდებულოდ ჩატარებით მთელი რიგი დაავადებების პრევენციაში – რეფერენტული ფასების დაწესება, სხვადასხვა ღონისძიებები და აფთიაქ-აფთიაქაც რომ დადგეს ჯარი და პოლიცია, იმ მოჭარბებულ მსყიდველუნარიანობას მედიკამენტებზე და საკუთარ თავზე ანტიბიოტიკების დანიშვნის “კულტურას”, მომიტევეთ, მაგრამ არაფერი არ უშველის. ასი ერთიდაიგივე შინარსის გენერიკი ინიშნება გაყიდვების მიზნით და ამის კონტრლი წარმოუდგენელია ამ ეტაპზე.

დღეს 800 ათას ადამიანამდე სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით და საკმაოდ დიდი შვებაა მათთვის სამედიცინო ხარჯების ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად.

ოჯახის ექიმი, პროფილაქტიკური კვლევები, ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური თუ გადაუდებელი ჰოსპიტალური სერვისები და ამას პლუს სხვადასხვა ბენეფიტები-სტომატოლოგია, ფიზიო თუ სხვა სარეაბილიტაციო სერვისები – ყველა მოქალაქეს აქვს უფლება რომ მიიღოს თანაბრად.

სახელმწიფოს შეუძლია ბავშვთა, პენსიონერთა, სოციალურად დაუცველთა და ა. შ კრიტიკული დაავადებების მაქსიმალური ლიმიტებით დაფინანსება იმ მოცულობით, რომ ოჯახები არ გაკოტრდნენ ასეთი დაავადებების დადასტურების შემთხვევაში.

მოკლედ მარტივი ამბავია. დროულად დასაწყები-არცერთი ქვეყნის ბიუჯეტი არ ყოფნის ჯანდაცვის დანახარჯების სრულად დაფარვას, არცერთ ქვეყანაში,“- წერს ნინო კობახიძე.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …