მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » აშშ C ჰეპატიტის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს
აღსანიშნავია ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ მხირვ შეხვედრაზე ხაზი გაესვა C აღმოფხვრის პროგრამას.q

აშშ C ჰეპატიტის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს

საქართველო და აშშ C ჰეპატიტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამინსიტროში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან დავით ზალკანიანი, ხოლო ამერიკული მხრიდან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია ესწრებოდნენ.

დავით ზალკანიანის ინფორმაციით, ამ შეხვედრით სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 2016 წლის ციკლი დასრულდა, რომელიც უაღრესად პროდუქტიული იყო.

“აღსანიშნავია ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ მხირვ შეხვედრაზე ხაზი გაესვა C აღმოფხვრის პროგრამას. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხუ, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ნთავრობის ჩართულობის და ნდობის აღდგენის პოლიტიკა. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა მიმართულებით, ამერიკსი მხარდაჭერა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულიბის საკითხები და ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი შევაჯამეთ”, – განაცხადა ზალკანიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომისიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

სტრატეგიული პარტნირობის ქარტიის კომისია საქართველოსა და აშშ-ს შორის ფართო და გაღმავებული თაბანშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს წარმოადგენს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს – დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკია, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

pia.ge 

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …