მთავარი » დაზღვევა » არჩილ მორჩილაძე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის შესახებ
არჩილ მორჩილაძე - საშემოსავლო

არჩილ მორჩილაძე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის შესახებ

“მცდარია შეხედულება, რომ ვინც დასაქმებულია, არ უნდა იყოს საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარი”

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა აუცილებელია.
როგორც „ინფო 9“-ს არჩილ მორჩილაძემ განუცხადა, საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა ის კარგად აპრობირებული მოდელია, რომლიც უკვე წლებია ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს.

„ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ უკვე წარმოაჩინა, რომ ამ ფორმით ამ მასშტაბის დატვირთვის გაძლება ბიუჯეტს გაუჭირდება. იმისათვის, რომ, ეს ყველაფერი სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ხელმწისაწვდომობაზე არ აისახოს, აუცილებელია აღნიშნული პროგრამის მოდიფიცირების გზებზე ფიქრი. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიზნობრიობაზე ხშირად საზოგადოების ნაწილში მცდარი შეხედულება ყალიბდება, თითქოს, ის ვინც დასაქმებულია, არ უნდა იყოს ამ პროექტის ბენეფიციარი, რაც არასწორია.

ყველა დასაქმებული ადამიანი იხდის საშემოსავლო გადასახადს და მის მიერ გადახდილი თანხაც ხმარდება ამ პროექტს. ასევე, ყოველთვის არსებობს უმუშევრობის რისკი და სამუშაოს დაკარგვა არ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანდაცვის მომსახურების დაკარგვასთან. ევროპის სოციალური დაცვის კოდექსში პირდაპირაა ასახული ჯანდაცვა, როგორც ერთ-ერთი რისკი დანარჩენ სოციალურ რისკთა შორის და რაც მთავარია ის მათ შორის პირველ ადგილზე“,-აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

მისივე თქმით, თქმით დროა, საქართველომ ამ კუთხით, ევროპული ქვეყნების პრაქტიკა გაიზიაროს. მას შემდეგ, რაც საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა მოხდება, თითოეულ დასაქმებულს შეეძლება საკუთარი გადახდილი წილი მიმართოს კერძო სადაზღვევო კომპანიაშიც.

„მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ათასი ლარი ხელფასი, ხოლო ჯანდაცვის წილად განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის მესამედი, დაახლოებით 80 ლარი, მას შეუძლია მივიდეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში, დაამატოს თანხა და მიიღოს საბაზისო პაკეტზე გაცილებით უკეთესი დაზღვევა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია, კერძო ფონდებში ბენეფიციარს გაატანოს არა სრული თანხა, არამედ ამ თანხის 50-60 %, ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ჯანდაცვის გადასახადისაგან, თუ ის სრულად უარს იტყვის სახელმწიფო დაზღვევაზე. ამ მოდელით მოხდება ჯანდაცვის ტვირთის კერძო სექტორზე ისეთი ფორმით გადანაწილება, რომ თავად კერძო სადაზღვევო ბაზარიც განვითარდება.

აუცილებელია, როგორც სტაციონარული პროვაიდერების შეზღუდვა და კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგის განხორციელება, რათა კლინიკებზე არ მოხდეს თანხების მექანიკური ჩამოჭრა. რაც შემდეგ პირდაპირ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აისახება“, – აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

info9.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …