მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » არასრული მკურნალობის გამო პაციენტები კლინიკაში რამდენჯერმე ხვდებოდნენ
მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში თვის განმავლობაში არაერთხელ ხვდებოდა, რაც კლინიკებს ფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევდა.

არასრული მკურნალობის გამო პაციენტები კლინიკაში რამდენჯერმე ხვდებოდნენ

2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში მანიპულირების საშულებას აძლევდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში თვის განმავლობაში არაერთხელ ხვდებოდა, რაც კლინიკებს ფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევდა.

„ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება. ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი – პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი,“ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ცვლილებები პირველ რიგში პაციენტების ინტერესებისკენ არის მიმართული.

ick.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …