მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » არ შეიძლება, სააფთიაქო ქსელს ჰქონდეს თავისი საავადმყოფო, ეს დანაშაულია
მედიკამენტების ფასები კატასტროფულად მაღალია. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვს აფთიაქიც და საავადმყოფოც. ეს დანაშაულია.

არ შეიძლება, სააფთიაქო ქსელს ჰქონდეს თავისი საავადმყოფო, ეს დანაშაულია

მედიცინის დოქტორი ოთარ კომახიძე ჯანდავის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმაზე საუბრისას არნიშნავს, რომ პირველადი რგოლის რეფორმა დროულია და სისტემის გაჯანსაღების გრძელვადიან გათვლას ემსახურება.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის იდეას მხარს ვუჭერ. უნდა აღვნიშნო, რომ ოჯახის ექიმს ცალკე მომზადება სჭირდება. ეს ისეთი პროფესია და სპეციალობაა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. იგი არის კერძო დარგი. ოჯახის ექიმმა, პრაქტიკულად, უნდა იცოდეს ყველა სპეციალობა, რათა გაერკვეს რასთან აქვს საქმე და სწორად დაუსვას პაციენტს დიაგნოზი.

ზოგადად, ოჯახის ექიმი უნდა იცნობდეს ოჯახის ყველა წევრის ჯამრთელობის მდგომარეობას, რადგან, ზოგიერთი დაავადება არის მემკვიდრეობითი. დღევანდელ ოჯახის ექიმს მსგავსი რამ არ ეცოდინება, მაგრამ როცა გავა დრო, თაობების ცვლასთან ერთად, ოჯახის ექიმები აკეთებენ ერთგვარ ჩანაწერებს და მათ იციან ესა თუ ის დაავადება შთამომავლობით გაქვს თუ შეძენილია“, – აცხადებს კომახიძე.

მან ასევე ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რისი გათავლსიწინებაც წაადგება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას და არნიშნა, რომ საჭიროა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოვიწვიოთ კვალიფიციური ექიმები და ქართველმა ოჯახის ექიმებმა მათთან გაიარონ კონსულტაციები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პროფესიონალი ექიმები ძალიან ცოტაა.

მედიკამენტების ფასებზე საუბრისას ოთარ კომახიძემ აღნიშნა, რომ წამლის ასეთი მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზე არის ის, რომ სააფთიაქო ქსელებს თავისი კლინიკებიც აქვთ, რაც ყოვლად დაუშვებელია.

მედიკამენტების ფასები კატასტროფულად მაღალია. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვს აფთიაქიც და საავადმყოფოც. ეს დანაშაულია. არ შეიძლება, რომ სააფთიაქო ქსელს ჰქონდეს თავისი საავადმყოფო. თუ მედიკამენტს აწარმოებს კომპანია, ახდენს მის იმპორტს და რეალიზაციას, ის მხოლოდ ამ საქმით უნდა იყოს დაკავებული.

სამედიცინო სერვისები ცალკე ბიზნესია და თუ ეს ყველაფერი ერთადაა, ეს უკვე ინტერესთა აშკარა კონფლიქტია, რაც მედიკამეების ფასებზე პირდაპირ აისახება, პლუს ამას, კლინიკა იყენებს იმ წამალს, რომელსაც უშვებს მისი სააფთიაქო ქსელი. ეს არის დიდი დანაშაული და აღმოსაფხვრელია. ეს ყველაფერი არის დიდი ბიზნესი, პაციენტებზე ზრუნვასთან ამას კავშირი არ აქვს“, – მიაჩნია კომახიძეს.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …