მთავარი » კვირის ინტერვიუ » არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ „რა გაწუხებთ?“ ცუდი ინიციატივაა
მე არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ „რა გაწუხებთ?“ ცუდი ინიციატივაა. რასაკვირველია,მთავარია შედეგი გამოიღოს, რომ არ დარჩეს კამპანია მხოლოდ კამპანიად.

არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ „რა გაწუხებთ?“ ცუდი ინიციატივაა

ჯანდაცვის სამინისტრომ „გლობალური ალიანსის“ ინიციატივით პროექტ „რა გაწუხებთ?“ განხორციელება დაიწყო.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას მათი საჭიროებებისა და პრობლემების გამოსავლენად, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე.

აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პულმონოლოგ კახა ვაჭარაძეს ვესაუბრეთ.

– მოგეხსენებათ, გასული თვიდან დაიწყო გლობალური ალიანსისადა ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა რა გაწუხებთ? რამდენადმნიშვნელოვანია ასეთი გამოკითხვის ჩატარება ჯანდაცვის ჯანდაცვაში არსებულიპრობლემების გამოსავლენად

ეს აუცილებელია, რასაკვირველია. მთავარია, რომ ის ხმა და მესიჯები მივიდეს იმ ადამიანებამდე, რომელთაც ხელეწიფებათ ამის გაგება და შესრულება. ეს აქსიომაა, ამას კითხვაც არ სჭირდება. მე არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ „რა გაწუხებთ?“ ცუდი ინიციატივაა. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია და მთავარია შედეგი გამოიღოს, რომ არ დარჩეს კამპანია მხოლოდ კამპანიად.

– რომელია ყველაზე სერიოზული პრობლემები, რომელსაც დღეისათვის ჯანდაცვისსისტემა აწყდება

ყველა დარგშია პრობლემა, რა თქმა უნდა, ერთადერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო სექტორი. ეს არის რეფერალური კლინიკები. მთელ მსოფლიოში ასეა, წამყვან ქვეყნებში, რომ სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს ის ბერკეტები, რასაც ქვია ჯანდაცვის მართვა.

ჩვენს მაგალითი კარგისგან უნდა ავიღოთ. ყველაზე ცუდი არის ის, როდესაც არ არის სტატისტიკა ქვეყანაში, თუ რამდენი საწოლი ესაჭიროება თერაპიული, ქირურგიული, რეანიმაციული, ტრავმატოლოგიური, ინფექციური და ა. შ. დღეს რომ გადავხედოთ, კლინიკების 80% არის კერძო საკუთრებაში. ანუ, კერძო მესაკუთრე წყვეტს, რომელი დარგი განავითაროს.

როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტში მომუშავე ჩემი კოლეგები მიიჩნევენ და მეც თავად ჯანდაცვის პროექტებს მივუძღვენი ჩემი ცხოვრება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკების არსებობას ქვეყანაში. ანუ ჯანდაცვის პოლიტიკას უნდა მართავდეს სახელმწიფო არა ბრძანებებისა და დებულებების სახით, არამედ პრაქტიკული მოქმედებებით.

არ შეიძლება ჯანდაცვა განვითარდეს კერძო სექტორის ხარჯზე. ისიც უნდა იყოს, თუმცა, მას უნდა გააჩნდეს თავისი სეგმენტი. 

მეორე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დახელოვნებული კადრების გამოზრდა და მათი დასაქმება. მაშინ რატომ ვასწავლით იმ ხალხს, ვისაც დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თაობათა ცვლა მოხდეს. ამისთვის არის საჭირო კონფერენციებზე, ტრენინგებზე, ე.წ. ვორკშოფებზე ახალგაზრდების გაგზავნა, რომ კადრები გაიზარდოს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევ?

არის დღეს ქვეყანაში გარკვეული პრიორიტეტები დასახული, რომლის გარეშეც აბსოლუტური კაკასტროფა იქნებოდა. იგივე საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა. ანუ, პრიორიტეტები კარგია, მთავარია განვითარდეს და უკან არ დავბრუნდეთ, ამაშია საქმე.

– რას ელოდებით ჯანდაცვის რეფორმისაგან, რა ძირითადი პრობლემები უნდაგადაჭრას მან

პირველ რიგში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო მედიცინის განვითარებას. ექიმთან მისვლის და მედიკამენტების ფასები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, პაციენტს უნდა ქონდეს ექიმის არჩევის უფლება. სამწუხაროდ, ბევრ სადაზღვევო კომპანიაში ეს შეზღუდულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მედიცინის განვითარებას.

მე თავად სტუდენტებს ვასწავლი და ვიცი, რომ სულ უფრო მეტი მათგანი გადადის სამკურნალო მედიცინის ფაკულტეტიდან ჯანდაცვის მენეჯმენტში, რაც სწორი არ არის. ერთმა მენეჯერმა შეიძლება მართოს ათასობით ექიმი, მაგრამ თუ იქნება ერთი კლინიცისტი ექიმი და ოცდაათი მენეჯერი, არაფერი გამოვა. ამიტომ, აქცენტი უნდა გაკეთდეს კლინიცისტებზე, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ავადმყოფთან. და რაც მთავარია, ანაზღაურების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კადრებს დავკარგავთ.

ექიმობა, მოგეხსენებათ, ელიტარული პროფესიაა მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, თუ გადავხედავთ ხელფასებს, საუბარია არა მაღალი დონის ექიმებზე, რომელთაც საკუთარი ნიშა მონახეს, ჩვეულებრივ, არამედ რიგით ექიმებზე, რომლებსაც საარსებო მინიმუმი მაინც უნდა ჰქონდეთ. დასამალი არ არის, რომ დღეს ეს ექიმები მუშაობენ რამდენიმე ადგილას. ეს არ არის ნორმალური. ეს საბოლოოდ მისი შრომის ხარისხზეც აისახება, რადგან იფიტება ადამიანი. ეს ისევ პაციენტებზე აისახება უარყოფითად.

ამიტომ, ასე ვიტყოდი, უკეთესია დასაქმდეს პრაქტიკოსი ექიმები, გადაიხედოს მენეჯერების რაოდენობა და შესაბამისად, გადაიხედოს მათი ანაზღაურება. ეს აუცილებელია, რადგან აშკარა უსამართლობის გრძნობას ბადებს.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …