ანტიტეტანური ვაქცინა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, ვინც სტიქიის შედეგად დაზარელებული ტერიტორიის გასუფთავებაში მონაწილეობს, უფასოა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ მიაკითხონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
რაც შეეხება კერძო კომპანიებში დაზღვეულ მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ უნაზღაურებს ვაქცინაციის ღირებულებას, მათაც შეუძლიათ მიაკითხონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.