ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას ნუ მიიღებენ ანტიბიოტიკებს თვითნებურად. დავით სერგეენკო აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმებს და პაციენტებს მიმართავს.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, ეს ჩემი კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ ნუ მიიღებენ ანტიბიოტიკებს თვითნებურად. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება ვინ მოკლას და ვინ არა. ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ექიმებთან, ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშნულებას.
მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, თუმცა თუ ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.