არ მივიღებ შეფასებას, რომ ჰოსპიტალური ინფექციები უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე თავად კოვიდი. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ლიზა გოდერძიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა მთელ მსოფლიოშია და ამ საკითხზე მსჯელობა პროფესიულ, აკადემიურ წრეებში უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს მისი არასროწ კონტექსტში განხილვა.
„ეს პრობლემა განსაკუთრებით დგას განვითარებად ქვეყნებში, სადაც არ არსებობს წამლის მკაცრი პოლიტიკა და სადაც ადამიანს ურეცეპტოდ შეუძლია შეიძინოს ანტიბიოტიკები. ეს კი იწვევს ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობის „ზრდას. მიკრობი ბევრად უფრო წრაფად ადაპტირდება გარემოსადმი და საფრთხეებისადმი, ვიდრე ანტიბიოტიკების შემუშავებას ვასწრებთ,“- განაცხადა ლიზა გოდერძიშვილმა.
მისი თქმით, კვლევის თანახმად, ბეტალაქტამებისადმი ანუ პენიცლინის რიგისადმი რეზისტენტობა საქართველოში ძალიან მაღალია. ახლა კი, გოდერძიშვილის თქმით, უკვე შევდივართ იმ ჯგუფში, რომელშც მაკროლიდებისადმი რეზისტენტული ქვეყნები შედიან. საუბარია ფართოდ მოხმარებად მედიკამენტ აზიტრომიცინზე, რომელსაც მოსახლეობა ძალიან თამამად იღებს, რადგან ჰგონია, რომ 3 ტაბლეტის მიღება, რაც ამ მედიკამენტის შემთხვევაშია ნაჩვენები, პრობლემა არ არის და შეიძლება მისი ნებისმიერ დაცემინებაზე დალევა.
თუმცა, როგორც ლიზა გოდერძიშვილი განმარტავს, ამ პრეპარატს აქვს გახანგრძლივებული მოქმედება და ერთერთ სერიოზულ ანტიბიოტიკად ითვლება.
„პრეჰოსპიტალურ დონეზე ამ მედიკამენტის ფართოდ გამოიყენებამ გამოიწვია ის, რომ კოვიდის პერიოდში გაზარდა ჰოსპიტალური ინფექციების რაოდენობა. ჰოსპიტალური ინფექცია აროს ახლადგანვითარებული ინფექცია, რომელიც უვითარდება პაციენტს ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ ან შეიძლება აღმოცენდეს გაწერიდან 1 კვირის განმავლობაში. გამომწვევები კი ჰოსპიტალში მცხოვრები ბაქტერიებია, რომლებიც პაციენტს მოჰყვება. ესაა გლობალური პრობლემა და ყველა ჰოსპიტალს ყავს თავისი „ოჯახის წევრი“ ბაქტერია. ისინი ცხოვრობენ ვენტილაციაში, ვენტილატორებში – ხელოვნური სუნთქვის აპარატებში, ზედაპირებზე, ჰაერში. მათი გადამტანები არიან მედპერსონალი, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სამედიცინო საგნები და ა.შ,“- განმარტავს გოდერძიშვილი და აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალური ინფექციები ყველაზე წარმატებულ კლინიკებშიც კი არსებობს, რომლებიც ზედმიწევნით, თითქმის 100%-ით იცავენ ყველა წესს. მისივე თქმით, ჰოსპიტალური ინფექციები განსაკუთრებით საშიშია კრიტიკული, მძიმე პაციენტებსთვის, რადგან მათ ორგანიზმში დაქვეითებულია მდგრადობა ახალი ინფექციების მიმართ და გარდა ამისა, გამომწვევები აგრესიულობით გამოირჩევიან და ატიბიოტიკები მათ ვეღარ ანეიტრალებს, რადგან ჭარბი მოხმარების გამო ადამიანის ორგანიზმს მათ მიმართ რეზისტენტულობა აქვს გამომუშავებული.
საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც წერს, რომ 2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დროს კი ეს მონაცემი ანტიბიოტიკების რაციონალური თუ არარაცინალური გამოყენების გამო გაზრდილია.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ყველა ძირითადი გამომწვევვის მიმართ არსებული ანტიბიოტიკების რეზისტენტიბა 40 დან 90% მდე მერყეობს.
„არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად! გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს!“ – წერს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ: სამინისტროს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.