მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული
გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

2016წლის 18 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული.

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 14-20 ნოემბერს აღნიშნავს ,ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს სლოგანით: ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“. კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას და ბიძგი მისცეს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.

„ანტიმიკრობული რეზისტენტობა წარმოადგენს ფუნდამენტურ საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობის, განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“ (მარგარეტ ჩანი). ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში18 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში დაიწყო  ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. ანტიბიოტიკები: გამოიყენეთ ფრთხილად #AntibioticResistance

NCDC

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …