9 აგვისტო
9 აგვისტოს, 1100 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში პოლიტიკური მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები ირაკლი ყიფიანი და გიორგი პაპავა ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილის პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) საკონტაქტო პირი - ნათია ნარმანია ტელ: 568 27 24 24
3 აგვისტო
3 აგვისტოს, 1100 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტიის წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს დღევანდელი გამოწვევები. მათ შორის - პროგრამების არახარჯთეფექტურობა, მიღებული სერვისების დაბალი ხარისხი, უკონკურენტო გარემო და გაზრდილი ფასები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) საკონტაქტო პირი - ნათია ნარმანია ტელ: 568 27 24 24
20 ივლისი
20 ივლისს, 11:00 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერი კოკა ფრუიძე ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) საკონტაქტო პირი - ნათია ნარმანია. ტელ: 568 27 24 24 Email: natia.narmania@jandacva.ge;
14 ივლისი
14 ივლისს, 14 :00 საათზე პერინატალური რეგიონალიზაციის კონფერენცია გაიმართება ზუგდიდში. ღონისძიებას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია. მის: ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, გამსახურდიას ქ. #45 საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე 595 05 36 05
08 ივლისი
8 ივლისს, 11.00 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვის ნაწილის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) Email: natia.narmania@jandacva.ge; ტელ: 568 27 24 24