მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი კლინიკები უკრაინის მოქალაქეებს უფასო სერვისებს სთავაზობენ

ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი კლინიკები უკრაინის მოქალაქეებს უფასო სერვისებს სთავაზობენ

ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი კლინიკები უკრაინელ ერს მხარდაჭერას უცხადებენ და ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებს უფასოდ სთავაზობენ.

სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ჯანდაცვის ასოციაცია გასული წლის სექტემბერში შეიქმნა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მისი წევრი დაწესებულებების წარმომადგენლები გამოცდილების, ცოდნისა და ხედვის გაზიარებით შეეცდებიან ერთად გადაჭრან ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები, მოამზადონ რეკომენდაციები ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად, ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ გზით შეამცირონ ის ხარვეზები, რაც ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და გაუმჯობესებას აფერხებს.

ამ ეტაპზე ასოციაცია აერთიანებს 120-მდე სამედიცინო დაწესებულებას.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …