მთავარი » სოციალური » შრომა » ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისთვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღირცხვა იწყება
პროექტში დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისთვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღირცხვა იწყება

5 ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ანაკლიის პორტის პროექტში მომავალი დასაქმების მიზნით  ადგილობრივი მოსახლეობის შრომითი რესურსის აღრიცხვა იწყება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ეტაპზე მოსახლეობა ძირითადად სამშენებლო სექტორში, სამომავლოდ კი, სხვადასხვა სფეროში დასაქმდება. მთლიანობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობისა და განვითარების 9 ფაზის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული პროექტის საწყის – სამშენებლო სამუშაოების  ეტაპზე, რომელთა დაწყება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

პროექტში დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ადამიანური რესურსის მონაცემთა ბაზას ის შემდგომში გადასცემს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და მის კონტრაქტორ კომპანიებს. დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ სამინისტროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირებულ ვებ-პორტალზე – www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ, ან მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გეგმავს ანაკლიაში გადასამზადებელი-სასწავლო ცენტრის შექმნას, სადაც პორტის მშენებლობისა და განვითარების ეტაპებზე დასაქმების მსურველ მოსახლეობას უსასყიდლოდ შეეძლება სხვადასხვა სფეროში კვალიფიკაცია აიმაღლოს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა სამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება, ნავსადგური კი 2020 წელს  გაიხსნება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …