ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
“უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას“,- აღნიშნავს აზარაშვილი.