მთავარი » სოციალური » შრომა » ამერიკის სამართლიანი შრომის ასოციაცია სერგეენკოს შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებს
ამერიკის "სამართლიანი შრომის ასოციაცია" სერგეენკოს შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებს

ამერიკის სამართლიანი შრომის ასოციაცია სერგეენკოს შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებს

ამერიკის “სამართლიანი შრომის ასოციაცია” (FLA) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს გონივრული მინიმალური შრომის ანაზღაურება და ქვეყანაში შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის სახელმწიფო ინსპექცია. 

პროფკავშირების ინფორმაციით, ამ მოთხოვნებით ასოციაციამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ივნისში სპეციალური წერილით მიმართა, თუმცა წერილის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გასაჯაროებულა. პროფკავშირებმა დღეს “IPN”- ს წერილის შინაარსი გააცნო. წერილის ხელმომწერთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები: Adidas Group, New Balance, Nike, Puma.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ასევე ავრცელებს ამონარიდს მოხსენებიდან, რომელიც საფუძვლად უდევს FLA-ს რეკომენდაციას.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც სახელფასო მინიმუმი 20 ლარით განისაზღვრა, რეალურად მხოლოდ საჯარო სექტორში გაიზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა, თანაც რამდენჯერმე, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კი არაფერი შეცვლილა. კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი გაცილებით დაბალია ადამიანის ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე.

საქართველოში არსებულმა კომპანიებმა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებმა გამოხატეს მოსაზრება, რომ არსებული სახელფასო მინიმუმი საწარმოებში დასაქმებულთათვის არანაირადაა საკმარისი. მინიმალური ხელფასის ასეთმა დონემ საქართველოში ტანსაცმლის წარმოების სფეროს სხვადასხვა საწარმოში გამოიწვია დასაქმებულთა ხელფასებს შორის დიდი სხვაობა.

მშრომელთა უფლებების საერთაშორისო დამცველების მიერ წამოწყებული კამპანიის ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოურ ევროპულ ქვეყნებში საქართველოში მომუშავე პირებს აქვთ გაღარიბების მაღალი რისკი, რადგანაც სრულიად არ არსებობს მათი კანონიერი და ინსტიტუციონალური დაცვა”, – ნათქვამია მოხსენებაში.

liberali.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …