მენტალურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღითიდღე აქტუალური ხდება მთელს მსოფლიოში, შესაბამისად, ამ სერვისზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. ერთერთია BRAINWELLNESS-ის საქართველოს ფილიალი, რომელიც ამერიკაში მცხოვრებმა ექიმმა აზა მანთაშაშვილმა დააარსა. მედიკოსის მოსაზრებებს პლატფორმა “სფიჩი“ აქვეყნებს.
აზა მანთაშაშვილის თქმით, 2014 წელს მან ნიუ იორკის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში -BRAIN WELLNESS CENTER- ში დაიწყო მუშაობა, 2016-ში კი თბილისში გახსნა BWC NY – ის ფილიალი BWC-GEORGIA, რომელიც BRAINWELLNESS მეთოდოლოგიით მუშაობს.
„ეს იყო დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. სამომავლოდ ვაპირებთ ამ მეთოდის უფრო ფართოდ გავრცელებას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მენტალურად ჯანსაღი ადამიანი ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას და ჯანსაღ სამყაროს. ასე რომ ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო მეტად გლობალური თემაა, ვიდრე კონკრეტული პაციენტის მკურნალობა. ეს ზოგად ცნობიერებაზე და სამყაროზე ზრუნვაა.“ – აღნიშნავს მანთაშაშვილი. მისი თქმით, BWC- ში გამოიყენება მათი საკუთარი BRAINWELLNESS მეთოდოლოგია, რომელსაც,,HAZA’’ ეწოდა და რომელიც ნეირომეცნიერების უახლეს ცოდნაზეა დაყრდნობილი. ამ მეთოდოლოგიას აზა მანთაშაშვილი ასე ახასიათებს:
„იგი აერთიანებს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა უახლეს მეთოდს. მეთოდოლოგია შედგება ორი ნაწილისაგან: დიაგნოსტიკა და მკურნალობა. QEEG, ტვინის სკანირება და ტვინის რუკირება, დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. ვიღებთ საფუძვლიან ინფორმაციას პაციენტის ტვინის აქტივობის შესახებ და ვაანალიზებთ ამ აქტივობით გამოწვეულ ემოციას და ქცევის თავისებურებებს. მხოლოდ დიაგნოსტიკა არაფერი იქნებოდა მას რომ არ მოსდევდეს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მკურნალობა ისეთი ინივაციური მეთოდებით როგორიცაა: TMS, NEUROFEEDBACK, BIOFEEDBACK, TDCS, MIKROTESLA, ნეიროფსიქოთერაპია. ეს უახლესი არაინვაზიური აპარატურული მეთოდები საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ტვინის კონკრეტული უბნის აქტივაცია ან დეაქტივაცია, ანუ შევცვალოთ ტვინის ფიზიოლოგია. ნეირიფიდბექი (NF) შემდეგი პრინციპით მუშაობს: ტვინს უნარი აქვს ისწავლოს ახალი ჩვევები და ახალი ნეირონული ქსელების წარმოქმნის შედეგად ჩამოიყალიბოს ახალი ელექრტოფიზიოლოგია. ამ პროცესის განმეორებითობას მივყავართ ტვინის ახალი ნეირონული კავშირებისა და ნეირონული ქსელების კიდევ უფრო გამყარებამდე. შედეგად უმჯობესდება პაციენტის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა. ჩვენს ცენტრში კლასიკური მედიკამენტოზური მკურნალობაც აპარატურული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებზე დაყრდნობით ხდება, რაც ნამდვიად უნიკალურია ამ სფეროში. BWC -ში მოგვმართავენ პაციენტები სხვადასხვა მენტალური პრობლემით, როგორიცაა: დეპრესია, შიშები, შფოთვითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა, პანიკური შეტევები, ადიქცია და სხვა,“ – აღნიშნავს მედიკოსი.
მისივე თქმით, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო მან 2021 წელს დააფუძნა საკუთარი მენტალური ველნესს ცენტრი ,,NEW MIND- NEW YOUK ‘’, სადაც ასევე ,,HAZA’’ მეთოდოლოგიის ველნეს მიმართულება დაინერგა. ცენტრი უზრუნველყოფს იმ კატეგორიის პაციენტებზე ზრუნვას, რომლებსაც შედარებით მსუბუქი ფსიქოლოგიური სიმპტომები აწუხებთ და მედიკამენტოზური ჩარევა არ ესაჭიროებათ.
„ჩვენს ველნეს ცენტრში ნეიროფსიქოთერაპიითა და ინოვაციური აპარატურული ჩარევით ისინი მცირე დროში წარმატებით დაამარცხებენ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს,“ – აღნიშნავს მედიკოსი, რომლის თქმითაც, მას სურს სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი გამოცდილების საქართველოსთვის გამოყენება.