მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ამბულატორიული სერვისები 11%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი 7,5%-ით გაძვირდა – მარტის სტატისტიკა

ამბულატორიული სერვისები 11%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი 7,5%-ით გაძვირდა – მარტის სტატისტიკა

2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.1 პროცენტით შემცირდა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). თუმცა ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი).

ჯამში, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …