მთავარი » ახალი ამბები » ალექსანდრე ქანთარია: წამლების ფასი იკლებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გამოეხმაურა წამლების გაიაფების საკითხს და აღნიშნა, რომ მედიაკმენტებზე ფასების კლება შესამჩნევია.

ალექსანდრე ქანთარია: წამლების ფასი იკლებს

ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასის კლების ტენდენცია შეიმჩნევა. ინფორმაციას ადასტურებენ მსხვილი სააფთიაქო ქსელებიდა ექსპერტთა ნაწილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გამოეხმაურა წამლების გაიაფების საკითხს და აღნიშნა, რომ მედიაკმენტებზე ფასების კლება შესამჩნევია და კონკურენციის ზრდა ფასების რეგულაციის ყველაზე კარგი მეთოდია:

„ჯანდაცვა დღეს საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სფეროა. რეფორმებმა შედეგი გამოიღო. ნათელია, რომ ხალხმა ეს საკუთარ თავზე იგრძნო. ვფიქრობ, წამლების ნაწილის ფასი კლებისკენაა მიმართული. ეს ბიზნესის ანა-ბანაა, რომ ნებისმიერ სფეროში კონკურენციის ზრდა კარგია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოთამაშე ცდილობს, ამ კონკურენტულ გარემოში მოექცეს და მას სრულად მოერგოს,“ – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

 

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …