მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ახალი მოთამაშე ცდილობს, ვინც დაუხვდა ბაზარზე, იმასთან არ დამარცხდეს და დასწიოს ფასები
კონკურენცია გულისხმობს, რაც მეტი თამაშობს ერთ თამაშს, მით უკეთესი. ახალი მოთამაშე ცდილობს, ვინც დაუხვდა ბაზარზე,იმასთან არ დამარცხდეს და დაწიოს ფასი.

ახალი მოთამაშე ცდილობს, ვინც დაუხვდა ბაზარზე, იმასთან არ დამარცხდეს და დასწიოს ფასები

მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენციას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების”  წევრი დემურ ბაშალეიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაძლოა, მედიკამენტებზე ფასი მართლაც მცირდება, თუ ვინმე ამას იკვლევს და ძველ მონაცემს ადარებს, ალბათ, შენიშნავდა ამ ტენდენციას. საერთოდ, კონკურენცია გულისხმობს,  რაც მეტი ვინმე თამაშობს ერთსა და იმავე თამაშს, მით უკეთესი.

ახალი მოთამაშე ცდილობს,  ვინც დაუხვდა ბაზარზე,იმასთან არ დამარცხდეს და დაწიოს ფასი. ახალ მოთამაშეს ახალი წესები შემოაქვს და ის ხდება უკვე მეტ-ნაკლებად განმსაზღვრელი“.

დემურ ბაშალეიშვილი გამოეხმაურა, ასევე, სახელმწიფოს დამოკიდებულებას  ფარმაცევტული ბაზრისადმი, მკაცრი რეგულაციების ნაცვლად ხელი შეუწყოს კონკურენციის წახალისებას:

„სახელმწიფო ფასებს ვერ დაარეგულირებს. ის არ არის მწარმოებელი და არ განაგებს იმ ბერკეტებს, რასაც ძალუძს ფასების აწევა-დაწევა. ფასებს განსაზღვრავს ბაზარი და ბაზრის პირობები,” – აცხადებს ბაშალეიშვილი.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …