მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლით კონკურენცია გაიზრდება
ქართული ბაზარით ახალი ფარმაცევტული კომპანია დაინტერესდა, ეს კონკურენციას შეუწყობს ხელს. კონკურენცია კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დონეს გაზრდის.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლით კონკურენცია გაიზრდება

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული.

კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში  აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს“ – განამარტავს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე და ინდური წარმოების ხარისხიან მედიკამენტებზე მიანიშნებს:

„არსებობს ძალიან ბევრი ინდური წარმოების ეფექტური მედიკამენტი. ზოგადად პაციენტი არ უნდა იყოს შეზღუდული არჩევანში. მან უნდა იცოდეს განსხვავება ბრენდსა და არაბრედულ ანუ ჯენერიკულ წამლებს შორის და ექიმთან ერთად რეკომენდაციისა და ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად შეჯერდეს ოპტიმალურ ვარიანტზე. ფაქტი, რომ ქართული ბაზარით ახალი ფარმაცევტული კომპანია დაინტერესდა ეს მნიშვნელოვანია და კონკურენციას შეუწყობს ხელს. კონკურენცია კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დონეს გაზრდის.  გაიზრდება კონკურენცია – გაიაფდება პროდუქცია. ეს ლოგიკურია. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, აუცილებელია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება“.

„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.

ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

www.economic.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …