მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ახალი ფარმაცევტული კომპანიების გამოჩენა ბაზარზე მედიკამენტებზე ფასებს დაწევს
თუ ახალი ფარმაცევტული ფირმები მათ სპექტრს გააფართოვებენ, ეს იქნება ალტერნატივა და სხვა წამლებზე ფასები დაიწევს, გაიზრდება კონკურენცია.

ახალი ფარმაცევტული კომპანიების გამოჩენა ბაზარზე მედიკამენტებზე ფასებს დაწევს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული მოთამაშე ,,ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა. კომპანია მედიკამენტების იმპორტს ინდოეთიდან განახორციელებს და როგორც მოსახლეობას ჰპირდებიან, მათი ფასი არსებულთან შედარებით გაცილებით იაფი იქნება.

აღნიშნულ საკითხს, სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტროს ,,აისი“ –ს დამფუძნებელი, ნანა ცარციძე გამოეხმაურა:

,,მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა დღეს პრობლემაა, რასაც  საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვეთანხმები. დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად მედიკამენტებზე ფასებმა პროდუქტებისგან განსხვავებით, საგრძნობლად მოიმატა. მგონი არ არსებობს ოჯახის ერთი წევრი მაინც, რომელსაც მუდმივად არ სჭირდებოდეს მედიკამენტები.

რაც შეეხება ჯენერიკებს, თუ ახალი ფარმაცევტული ფირმები მათ სპექტრს გააფართოვებენ, ეს იქნება ალტერნატივა და  სხვა წამლებზე ფასები დაიწევს, გაიზრდება კონკურენცია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა წამალი ინდური იქნება თუ არა. მთავარია რამდენად გვაქვს გარანტია, რომ ეს ახალი კომპანია ეფექტიან, გამოცდილ და სანდო წამლებს შემოიტანს.

ამიტომ მგონია, რომ სიახლე კარგია, თუმცა ამის პარალელურად აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს. უნდა ვიცოდე, რომ როდესაც ვყიდულობ წამალს  იაფად, ნამდვილად მიშველის, ხარისხიანი და ეფექტურია“.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …