მთავარი » სოციალური » შრომა » ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა.

დასაქმების ფესტივალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ახალგაზრდებს სიტყვით ორგანიზატორებმაც მიმართეს: მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ფონდი „კრისტალის” თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

Job Fest – ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა მიღეს 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებმა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებნა. პირველად, ამ სეგმენტისთვის 80-მდე დამსაქმებელმა (სახელმწიფო და კერძო სექტორი) 900 -ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

ფესტივალი მიზნად ისახავს: დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირებას. სპეციალურად, Job Fest – ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე შეიქმნა ახალი სოფტი, რომლის მისამართია www.jobfest.ge რეგისტრაციის პროცესი 14 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს 24.00 სთ–ზე დასრულდა.

რეგისტრაცია 2300-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალგაზრდამ გაიარა. Job Fest – ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსდა www.studentjob.ge -ზე, სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდათ წინასწარ გაცნობოდნენ ვაკანსიებს, რომ ფესტივალზე გამარტივებოდათ, უკვე შერჩეულ კომპანიებთან დაკავშირება და გასაუბრება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია.

ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იყვნენ წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოეწყო „წარმატების კუთხე“, მოტივაციის ამაღლების მიზნით, სადაც დამსწრეებმა მოისმენეს სპიკერების გამოსვლები, დასაქმების მსურველებს წარმატებული ადამიანების კარიერული წინსვლის შესახებ რეალური ინფორმაცია მოისმინეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მათთვის განკუთვნილ სივრცეში წარმოადგენეს უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები, ასევე, გააცნეს ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობაზე, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზაზე.

ერთ–ერთ სივრცეში კი, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიის #განიკურნე, ფარგლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩატარდა. ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ ჩაერულიყვნენ კამპანიაში, ჩაიტარეს სკრინიგის პროცედურა და იქვე გაიგეს პასუხი.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, „პალიტრა მედიის“ ბიზნესლიტერატურის პროექტი „ლურჯი ოკეანე”; წყალი „სნო“.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …