„ახალგაზრდა ადვოკატები“ C ჰეპატიტის პროგრამის იურიდიულ მხარეს აფასებენ და ყურადღებას ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა კანონიერ ინტერესებზე ამახვილებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა.
„პროგრამაში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია, ვისაც საამისო საჭიროება აქვს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ რეგიონებში ეს დაავადება, ფაქტობრივად, „ბობოქრობს“. მაგრამ აქ არის გარკვეული ფაქტორები, რომელიც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის ძვირადღირებულობიდან გამომდინარე, მოსახლეობას მედიკამენტების შინ წაღება არ შეუძლია, მათ მკურნალობისთვის და მკურნალობის წინა გამოკვლევებისთვის უნდა მიაკითხონ დედაქალაქს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას რეგიონულ ცენტრში, სადაც შემდგომში მკურნალობას ჩაუტარებენ.
ასევე, პაციენტები სტაციონარშიც მედიკამენტს უშუალოდ პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იღებენ, რომ გამოირიცხოს გარკვეული მაქინაციები ან მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება. ეს მომენტები ქმნის გარკვეულ უხერხულობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.
მაგრამ ამის მიუხედავად, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და საჭიროებენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას, არ გაუშვან ხელიდან ეს უნიკალური შანსი, მონახონ გამოსავალი და მიმართონ შესაბამის სტაციონარებს.
დარწმუნებული ვარ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თამოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლებებიც ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს, პროგრამაში ჩასართავად,“– განაცხადა
კაიკაციშვილმა