„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მის ქსელში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, აქცია კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება.
C ჰეპატიტზე ტესტირება 15 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ”ევექსის” მმართველობაში მყოფ ყველა კლინიკაში, ჰოსპიტალსა და ასევე ამბულატორიულ ცენტრებში იქნება შესაძლებელი.
interpressnews.ge