მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » აგარაკის აფთიაქის შევსება მაისის თვეში 2.3%-ით უფრო ხელმისაწვდომია
ჯანდაცვის პლატფორმამ შეისწავლა აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

აგარაკის აფთიაქის შევსება მაისის თვეში 2.3%-ით უფრო ხელმისაწვდომია

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქების სერიის ბოლო ჯგუფის მაისის თვის მონაცემს აქვეყნებს. ორგანიზაციამ შეისწავლა აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ წინა თვესთან, აპრილთან შედარებით ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი შემცირებულია 2.3%-ით. აგარაკზე დასვენების მსურველებს აპრილში აფთიაქის შევსება 86 ლარად, მაისში კი 84 ლარად შეუძლიათ. ძირითადად ფასი შემცირებულია მედიკამენტებზე და აქსესუარებზე. უცვლელია  ამ ჯგუფში შემავალი ანტისეპტიკური საშუალებების ჯამური ფასი.

უფრო კონკრეტულად კი, მაისის თვეში შემცირებულია ფასი  მედიკამენტ ცეტირიზინზე და ის 3.50 ლარის ნაცვლად 2.50 ლარი ღირს; ნიტროგლიცერინის ფასი შემცირებულია 10 თეთრით. მწერებისგან დამცავი საშუალება აეროზოლი ლავანდა 7.80 ლარის ნაცვლად   6.90 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქის ჯგუფში შედის ისეთი მედიკამენტების ჯგუფი როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები. 

ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას და შესწავლას, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …